თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $3.84 მლრდ შეადგინა, რაც 9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და $1.74 მლრდ-ს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
- რუსეთი ($385.6 მლნ)
- თურქეთი (4175.2 მლნ)
- ჩინეთი (4168.8 მლნ).
2025 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $202.9 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $144.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $122.3 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7%).