თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8%), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.5%), რძე, ყველი და კვერცხი (-1.9%), ზეთი და ცხიმი (-0.2%), პური და პურპროდუქტები (-0.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 3.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პ.პ.-ით აისახა.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), პური და პურპროდუქტები (7%), ხილი და ყურძენი (6.5%), ზეთი და ცხიმი (6.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (4.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც 0.66 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4%).