თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5%-ით განისაზღვრა.

2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.