თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $23.2 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $6.6 მლრდ იყო (გაიზარდა 10.1%-ით), ხოლო იმპორტი $16.5 მლრდ (გაიზარდა 9.3%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში $9.9 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43%-ია.
