თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1.4 მილიონი მგზავრი (15.4%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.4 მილიონი მგზავრი (14.7%-ით მეტი).

3Q25-ში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.4% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც 15.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

3Q25-ში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% — გაგზავნილი.

3Q25-ში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, 3Q25-ში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 247.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 35 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო, გადატანილი ტვირთის მოცულობა 49.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.