თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4461 გემი, რომელთა 48.9% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 26.9% — თხევადი ტვირთმზიდი, 13.4% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.8% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

3Q25-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 54.6%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 30%-ით მეტი — სპეციალიზებული, 39.4%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 7%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

3Q25-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6% — თურქეთის, 10.8% — მალტის, 7.2% — ლიბერიის, დანარჩენი 49.5% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 50.4%-ს შეადგენდა.

ამასთან, 3Q25-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 1.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 34.5% — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.8% — ნაყარი ტვირთი.