თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5%-ით);
- მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8%-ით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2023-2024 წლების II კვარტალში.
2024 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესობრივ ჭრილში, 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 190.7 ლარით (10%) გაიზარდა და 2 105.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 289.2 ლარი, გაიზარდა 13.6%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2024 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 216.7 ლარით (13.5%) გაიზარდა და 1 826.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა მთიანეთი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში.