თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 597 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 10%-ით, 242 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.