თბილისი (GBC) – ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე რუსეთის ფედერაციის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. შესაბამის განკარგულებას უკვე ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი.

ამ პროცედურას რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს. სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციის წინ მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, მოვალეობის შემსრულებლებად აგრძელებენ მუშაობას.