თბილისი (GBC) – სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 24 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს–მდივანი არამ ტოროსიანი ავრცელებს.

მისი თქმით, „ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სამინისტროში 24 თებერვალს სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით“.

ვიზიტი რეგიონში აშშ–ის შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციის ფონზე მიმდინარეობს. ამერიკის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ ირანზე სამხედრო იერიშის მიტანას.