თბილისი (GBC) – ბოსფორის სრუტეში გემების გატარებით თურქეთის შემოსავლები ორ წელიწადში 35–დან $185 მლნ–მდე გაეზარდა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა. 

თურქეთმა ბოსფორის სრუტეში ტრანზიტის საფასური ივლისიდან 8%–ით გაზარდა ($4,42–მდე). აღნიშნული ტარიფი 1926 წლიდან, ამ სრუტეში ნაოსნობის მარეგულირებელი მონტრეს კონვენციის გაფორმებიდან, ოქროს ფრანკის საფუძველზე ანგარიშდება. დოკუმენტის გაფორმების მომენტისთვის ერთი ოქროს ფრანკი $0,8–ს უდრიდა.

1936 წელს მიღებული კონვენცია სავაჭრო გემებს ბოსფორის სრუტეში თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს მშვიდობიან და ომის პერიოდებში, თუმცა ნაოსნობის სხვადასხვა რეჟიმებსაც აწესებს. კონვენცია არა შავი ზღვის ქვეყნებს შავ ზღვაში სამხედრო გემების სამ კვირაზე მეტი ხნით დაყოვნებას უკრძალავს.

საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამხედრო გემების გადაადგილება აკრძალოს.