ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტ...
მისი განცხადებით, რეალური
ეკონომიკური ზრდა 2024 წელს
დაგეგმილია 5.2%-ის
ფარგლებში; ნომინალური
მშპ-ის პროგნოზი
განსაზღვრულია 85,4 მლრდ
ლარის ოდენობით, ხოლო ერთ
სულ მოსახლეზე
გადაანგარიშებული მთლიანი
შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს
აჭარბებს. 2027 წლისთვის
პროგნოზირებულია
ნომინალური მთლიანი შიდა
პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ
ლარამდე, რაც ერთ სულ
მოსახლეზე
გადაანგარიშებით 10 900
დოლარს
გადააჭარბებს;ნაერთი
ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლები
განისაზღვრება 21,2 მლრდ
ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის
24,9%-ია; ნაერთი ბიუჯეტის
დეფიციტი შეადგენს მშპ-ის
2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის
მაჩვენებელი მშპ-ის 38,2%-ის
ფარგლებშია. 2024 წლის ნაერთი
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი,
ჯამურად, შეადგენს 27,8 მლრდ
ლარს.სოციალური
მიმართულებით:ჯანდაცვისა
და სოციალური დაცვის
პროგრამების
დასაფინანსებლად
სამინისტროს დაფინანსება
გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე
მეტით, რომლის ფარგლებშიც
მომავალ წელს: ·70 წლის და
მეტი ასაკის პენსიონერთა
პენსია იზრდება 50 ლარით და
განისაზღვრება 415 ლარის
ოდენობით. ამავე
კატეგორიის პენსიონერთა
პენსია მაღალმთიან
დასახლებებში შეადგენს 498
ლარს; ·70 წლამდე პირთა
პენსია იზრდება 20 ლარით და
განისაზღვრება 315 ლარის
ოდენობით, ხოლო მაღალმთიან
დასახლებებში შეადგენს 378
ლარს; ·გარდა პენსიისა,
გათვალისწინებულია
მკვეთრად გამოხატული და 18
წლამდე შშმ პირების
სოციალური გასაცემლის
ზრდა 50 ლარით, ხოლო
დანარჩენი კატეგორიის შშმ
პირთა გასაცემლის ზრდა 20
ლარით;·გათვალისწინებულია
მიმდინარე წლის ივლისიდან
200 ლარამდე გაზრდილი
ბავშვთა სოციალური
დახმარების სრული წლის
დაფინანსება;·ჯამში
სოციალური პროგრამების
დაფინანსება შეადგენს 5,6
მილიარდ ლარს;·ჯანდაცვის
პროგრამების
დასაფინანსებლად
გამოყოფილია 1,6 მილიარდი
ლარი, მათ შორის,
გათვალისწინებულია
პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის ხელფასების
10%-იანი ზრდა;·დევნილთა
სახლებით უზრუნველყოფის
მიზნით გათვალისწინებულია
230,0 მლნ ლარი. განათლების
მიმართულებით: განათლებისა
და მეცნიერების
მიმართულებით დაფინანსება
გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე
მეტით, რომლის
ფარგლებშიც:·გათვალისწინებულია
საჯარო სკოლების
ადმინისტრაციული
პერსონალისა და
მანდატურის ხელფასების
10%-იანი ზრდა;·საჯარო
სკოლების
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის
გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე
მეტი;·საბავშვო ბაღების
მშენებლობა-რეაბილიტაციაზე
- 225,0 მლნ ლარზე მეტი; 100 ლარით
გაიზრდება საბავშვო
ბაღების თანამშრომელთა
ხელფასები. ასევე,
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
მუშაობს მასწავლებელთა
ანაზღაურების სისტემის
რეფორმაზე და ბიუჯეტის
პროექტის საბოლოო
ვარიანტის წარდგენამდე
საზოგადოება გაეცნობა
აღნიშნული რეფორმის
შედეგებს; 10%-ით გაიზრდება
პოლიციელების,
ჯარისკაცებისა და
უსაფრთხოების
თანამშრომელთა ხელფასები.
თავდაცვის, შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და
უსაფრთხოების სამსახურის
დაფინანსება იზრდება 240 მლნ
ლარამდე. თავდაცვის
ინფრასტრუქტურასა და
შესაძლებლობების
განვითარებისათვის
გათვალისწინებულია 330,0 მლნ
ლარი; 2022 წელს
კანონმდებლობაში
განხორციელებული
ცვლილებების შესაბამისად,
2024 წელს საბიუჯეტო
ორგანიზაციებში
დასაქმებულთა ანაზღაურება
გაიზრდება
10%-ით; ეკონომიკის ზრდის
ხელშეწყობისთვის:ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე ნაერთი
ბიუჯეტიდან 2024 წელს
მიიმართება 6,0 მილიარდ
ლარზე მეტი, მათ
შორის:·საგზაო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
მიიმართება 1,7 მილიარდ
ლარზე მეტი, მათ შორის,
ჩქაროსნული
მაგისტრალების
მშენებლობას მოხმარდება 1,2
მილიარდ ლარზე
მეტი;·მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებისთვის
გათვალისწინებულია 1,9
მილიარდ ლარზე
მეტი;·წყალმომარაგებისა და
წყალარინების სექტორის
გაუმჯობესებაზე
მიიმართება 500,0 მლნ ლარზე
მეტი;·საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურაზე
მიიმართება 700,0 მლნ ლარზე
მეტი;·ტურისტული
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
გათვალისწინებულია 170,0 მლნ
ლარზე მეტი; Ø მცირე და
საშუალო ბიზნესის
ხელშეწყობის მიზნით, 2024
წელს გათვალისწინებულია 300,0
მლნ ლარზე მეტი.Ø სოფლის
მეურნეობის პროგრამების
დაფინანსებისთვის
გათვალისწინებულია 560,0 მლნ
ლარზე მეტი.Ø გარემოს
დაცვის პროგრამების
დაფინანსებისთვის
გამოყოფილია 180,0 მლნ
ლარამდე.Ø კულტურისა და
სპორტის დაფინანსებაზე
ნაერთი ბიუჯეტიდან
მიიმართება 850,0 მლნ ლარზე
მეტი, ხოლო სახელმწიფო
ბიუჯეტის ფარგლებში
გათვალისწინებულია 460,0 მლნ
ლარი.
1695988811