თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან პარასკევს საგანგებო თათბირი გამართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული ობიექტების „ანტიტერორისტული დაცვის გაძლიერების“ ზომები, რაც უკავშირდება რუსეთში დრონების გახშირებულ თავდასხმებს.

კრემლის ცნობით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო ახალი ზომები უპილოტო საფრენი აპარატებისგან მომდინარე საფრთხეების ფონზე.