თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ვაშლიჯვარში მდებარე 2 სართულიანი სახლი აუქციონზე 25%-ით დაბალ ფასში 1.25 მლნ ლარად გამოაქვს.

სააგენტოს ცნობით, ქონება შეფასებულია 1.5 მლნ ლარად.

აუქციონი 29 სექტემბერს სრულდება და მოცემულ მომენტში კანდიდატი არ ჰყავს.

სარეალიზაციო ობიექტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო, ნაწილობრივ დაქანებული რელიეფის მიწის ნაკვეთს და მასზედ მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მანსარდით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის II ჩიხი, N 15 (ძველი მისამართი: ქალაქი თბილისი, გოძიაშვილის I შესახვევი I ჩიხი N12; ქალაქი თბილისი, გოძიაშვილის 1 შესახვევი, 1 ჩიხი N12-ის მიმდებარედ). მიწის ნაკვეთზე კიდევ დგას 3 შენობა-ნაგებობა, რომლებიც 2023 წლის 13 სექტემბერს შედგენილი ოქმის თანახმად, წარმოადგენს (მეორე) ორსართულიან სახლს, დამხმარე შენობა-ნაგებობას და ძაღლის თავშესაფარს. ასევე მოწყობილია აუზი. უძრავი ქონების შიგნიდან დათვალიერბა ვერ მოხერხდა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სარეალიზაციო ქონების მახასიათებელია:

ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება;

ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო;
დაზუსტებული ფართობი: 1144.00 კვ.მ.
შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 და N3 საერთო
ფართით 632.5 კვ.მ და ნაგებობა N4

 

ს/კ: 01.10.10.022.179