თბილისი (GBC) - ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს შპს ,,ავერსი-ფარმამ’’ მოგება 212.2%-ით გაზარდა და 82.7 მლნ ლარი დააფიქსირა.

ამ პერიოდში კომპანიის ამონაგებმა 690.8 მლნ ლარი შეადგინა (+35.9% Y.Y).

კომპანიას 577.4 მლნ ლარამდე გაეზარდა აქტივები (+16.5% Y.Y), ხოლო 345 მლნ ლარამდე კაპიტალი (+29.1% Y.Y).

2021 წელს კომპანიამ 2.2 მლნ ლარის დივიდენდები გასცა, რაც 220%-ით მეტია პანდემიურ 2020 წელზე.

ავერსი-ფარმა 2022 წლის პირველი ნახევრის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორში შევიდა.

შესაბამისად, ამ პერიოდის  უმსხვილესი იმპორტიორები ასე გამოიყურებიან: სს გეფა; შპს ავერსი-ფარმა; შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია; შპს გლობალფარმი; შპს პსპ-ფარმა.

ავერსი-ფარმა 2021 წლის ფარმაცევტული საქონლით საცალო მოვაჭრეთა ხუთეულშიც შევიდა. შესაბამისად ხუთეული ასეთია: იმპექსფარმი; ნეოფარმი+; პსპ ფარმა; გეფა; ავერსი ფარმა. (2020 წლის ტოპ ხუთეული: ნატალი; ნეოფარმი+; პსპ ფარმა; გეფა; ავერსი.).

ავერსი-ფარმა ბაზარზე ოპერირებს 1999 წლიდან. კომპანია ფლობს შემდეგ შვილობილ კომპანიებს: ავერსი კლინიკა; კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი; სადაზღვევო კომპანია ალფა; მედალფა; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა; მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა; მედკაპიტალი (50%).

კომპანიის 67% პაატა კურტანიძეს, ხოლო 33% ნიკოლოზ კურტანიძეს ეკუთვნის.

ფინანსური ანგარიშგება

2021წ

2020წ

ამონაგები

690.8

508.2

აქტივები

577.4

267.3

გაცემული დივიდენდები

2.2

0.7

პერსონალის ხარჯები

128.9

99

თანხა მლნ ₾