თბილისი (GBC) - “ევრო კრედიტმა“ მსუბუქი ავტოსესხის შეთავაზებაზე განაცხადა, 1-თვიანი საშეღავათო პერიოდით.
როგორც გახსოვთ, 3-6-თვიანი შეღავათები 07/2023 -დან შეზღუდულია. სესხის გამცემი ყველა სუბიექტი, მ.შ. მისო, სებ--მა აიძულა, პროდუქტის დადიზაინებისას სასესხო ტვირთი აწონოს ისე, რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ უფრო არ დამძიმდეს.
მისო „ევრო კრედიტი“ წინასაახალწლოდ, ავტომობილის შესაძენად, სალომბარდე სესხს დამტკიცების საკომისიოს (რომელიც სტანდარტულად 4%-მდეა) და გირავნობის საფასურის (₾160) გარეშე გასცემს, წლიურ 26%-დან 42%-მდე განაკვეთით (ეფექტური 50%-მდე).
მსესხებელი ალომბარდებს შესაძენ, 2003 წლიდან გამოშვებულ, ტექდათვალიერებულ ავტომობილს, რომელიც მსესხებლის საკუთრებაში რჩება და ღირებულების 80%-ზე მიუწვდება ხელი.
მისოს 86 მლნ ლარის პორტფელში ძირითადად სალომბარდე სესხებია. მისოს აქტივები მოიცავს 80 000 ლარამდე დასაკუთრებულ ქონებას.
მისოს ინფორმაციით, გაიცემა ბიზნესესხებიც, წლიურ 24-36% განაკვეთით (ეფექტური 50%-მდე).
„ევრო კრედიტში“ სესხები 6 წლამდე ვადით, 200 000 ლარამდე მოცულობით გაიცემა.
მ/ო „ევრო კრედიტის“ ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები (პერიოდი: Q2/2025)
აქტივები |
85,884,298 |
სესხები |
84,422,939 |
დასაკუთრ ქონება |
79,212 |
შემოსავალი |
15,133,625 |
წმინდა მოგება |
5,923,194 |
კაპიტალი |
55,389,571 |
₾ |
წყარო: MFO & BRG