თბილისი (GBC) - მსოფლიოს 65 წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. კობახიძის სახელზე მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ "ოცნების" მიერ შემოთავაზებული კონცეფცია პრობლემებს ვერ გადაჭრის და პირიქით, საზიანო იქნება.

"საქართველოს უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციის გადახედვისკენ მოწოდება

პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს:

16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდ ძირითად კომპონენტს მოიცავს. ამ დოკუმენტსა და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებთ, რომ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს ეფექტიანობასა და ხარისხს საქართველოს უმაღლეს განათლებაში და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს პრობლემები: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არასაკმარისად ფინანსდება (2025 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ის 0.3%-ს შეადგენდა); აკადემიური პერსონალი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს და ოჯახების რჩენისთვის ორ–სამ სამსახურშია დასაქმებული; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად აღარ არსებობს; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ყოველწლიურად იწვევს მასშტაბურ ემიგრაციას საზღვარგარეთ.

უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში თქვენ მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები ამ პრობლემებიდან არც ერთს არ გადაწყვეტს. პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე. მართვა გადაეცემა რექტორებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც დამოკიდებული იქნებიან ხელისუფლებაზე. უნივერსიტეტების ავტონომია და, შესაბამისად, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმების მიმართ პროფესორ-მასწავლებლების კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება. უნივერსიტეტების ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე აკადემიური პერსონალის ჩამოშორება გამარტივდება. „რეფორმა“ დახურავს საქართველოში დარჩენილ უკანასკნელ სივრცეს, რომელიც ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის არის ღია. ეფექტიანად მოქმედი უნივერსიტეტების სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, სათანადოდ დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება და კვლევა თავისუფლად ტარდება, საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება.

ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა ღონისძიებებითაც, რომლებმაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს იმ მოქალაქეთა პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ ხართ არჩეული. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს აქტიურ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც დასაქმებულ ადამიანებთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას მზარდად კონკურენტულ გლობალურ წესრიგში.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ განათლებისთვის საზიანო წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეალურ დიალოგში, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეთა და მათი შვილების ცხოვრებას", - აღნიშნულია წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პროფესორი სტივენ ჯონსი, დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  2. პროფესორი რონალდ სუნი (ემერიტუსი), მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი
  3. პროფესორი ერიკ რ. სკოტი, კანზასის უნივერსიტეტი
  4. პროფესორი დოქტორი ჰუბერტუს იანი (ემერიტუსი), კემბრიჯის უნივერსიტეტი
  5. პროფესორი კატრიონა კელი, FBA, უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, ტრინიტი კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
  6. პროფესორი დოქტორი ულფ ბრუნბაუერი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი, რეგენსბურგი (გერმანია)
  7. პროფესორი კელი ო’ნილი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  8. პროფესორი როი ელისონი, სენტ ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  9. პროფესორი დონალდ რეიფილდი (ემერიტუსი), ქუინ მერი კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი
  10. პროფესორი სტივენ ნილ მაკფარლეინი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
  11. ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
  12. პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  13. პროფესორი პოლ მანინგი, ტრენტის უნივერსიტეტი, კანადა
  14. პროფესორი მაია ჩანქსელიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  15. პროფესორი შარლ ურჟევიჩი (ემერიტუსი), INALCO, პარიზი, საფრანგეთი
  16. პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  17. პროფესორი მიხაელ როხლიცი, ოქსფორდის უნივერსიტეტი / ოქსფორდის საქართველოს პროგრამის დირექტორი
  18. დოქტორი ალექსანდერ მორისონი, ისტორიის ფელოუ და ტიუტორი, ნიუ კოლეჯი, ოქსფორდი
  19. პროფესორი ჯერემი სმიტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი
  20. პროფესორი გვიდო ჰაუსმანი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი
  21. პროფესორი ედმუნდ ჰერციგი, სპარსული კვლევების პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  22. პროფესორი ბრიუს გრანტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
  23. პროფესორი ჯონათან უიტლი, ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი
  24. პროფესორი მირჟა ლეკე, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
  25. ელჩი უილიამ კორტნი (აშშ, პენსიაზე გასული)
  26. ელჩი კენეტ იალოვიცი (აშშ, პენსიაზე გასული)
  27. პროფესორი ტიმოთი ბლაუელტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  28. პროფესორი ჯული ჯორჯი, CUNY და კოლუმბიის უნივერსიტეტი
  29. პროფესორი რობერტ კინდლერი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  30. პროფესორი დოქტორი თეოხარის გრიგორიადისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  31. დოქტორი თამარა დრაგაძე, მოწვეული პროფესორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი
  32. პროფესორი მაიკლ დევიდ-ფოქსი, დირექტორი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, საგარეო სამსახურის სკოლა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
  33. დოქტორი მიშელ აბესერი, ასისტენტ-პროფესორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
  34. პროფესორი დოქტორი შტეფან აპლისი, ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი
  35. პროფესორი დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი, დოქტორი honoris causa (პეჩის უნივერსიტეტი), დოქტორი honoris causa (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი), საქსონიის კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის დირექტორი
  36. დოქტორი მაიკლ ჰ. ჩეჩირე, აფილირებული მკვლევარი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
  37. პროფესორი დენ ჰილი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
  38. PD დოქტორი კირსტენ ბიონკერი, ნორდოსტ-ინსტიტუტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი
  39. პროფესორი ენ მენელი, ტრენტის უნივერსიტეტი
  40. პროფესორი დოქტორი ზუზანე ფრანკი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
  41. პროფესორი დოქტორი რიკარდო ნიკოლოსი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი
  42. დოქტორი რიკარდო მარიო კუჩიოლა, ნეაპოლის უნივერსიტეტი „ლ’ორიენტალე“, ნეაპოლი, იტალია
  43. პროფესორი ალექს კრუგლოვი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  44. ლესია რუბაშოვა, ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების კვლევისა და განათლების ცენტრი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  45. დოქტორი რასმუს ნილსონი, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  46. დოქტორი პიტერ ბრაგა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  47. პროფესორი დოქტორი თომას ერტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  48. პროფესორი დოქტორი მარკ იუნგე, ერლანგენის უნივერსიტეტი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დეპარტამენტი
  49. პროფესორი პამელა დევიდსონი, რუსული ლიტერატურა, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  50. დოქტორი ფილიპ კრისტოფ შმედეკე, აღმასრულებელი დირექტორი, აკადემიური ქსელი აღმოსავლეთ ევროპა (akno e.V.), SCIENCE AT RISK საგანგებო ოფისის დირექტორი
  51. პროფესორი რიჩარდ მოლი, პოლიტიკური სოციოლოგია, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  52. ოლივია ბეილი, ენის კოორდინატორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  53. დოქტორი ჯესი ბარტონ ჰრონესოვა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  54. დოქტორი იაკუბ ბენეში, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  55. პროფესორი დოქტორი ფ. ბენჯამინ შენკი, ბაზელის უნივერსიტეტი
  56. პროფესორი ქეთი კემპბელი, კინგს კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
  57. პროფესორი ანკე ჰილბრენერი, ისტორიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია
  58. მეგი ქარცივაძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
  59. დოქტორი ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  60. დოქტორი მაიკ ლოუდერი, გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
  61. დოქტორი იულია იურჩუკი, ასისტენტ-პროფესორი, სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი
  62. პროფესორი ანტონ დე ბატსი, ემერიტუსი, გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
  63. პროფესორი გეზინე დრევს-ზიულა, ნეოფილოლოგიის ინსტიტუტი – სლავისტიკა, იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ვიურცბურგი
  64. დოქტორი აბრაამ ფლორინი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის ფაკულტეტი, პოლიტიკური და ადმინისტრაციული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტი, ბუქარესტი