თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით -0.1% შეადგინა.

ფასების ინდექსის ცვლილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შემდეგია:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი: 0.2%;

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: 5.8%;

ტანსაცმელი,ფეხსაცმელი:  -1.1%;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და  სხვა: 3.8%;

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: -0.2%;

ჯანდაცვა:  -7.6%;

ტრანსპორტი: -8.7%;

კავშირგაბმულობა:  -2.4%;

დასვენება,გართობა,კულტურა: 0%;

განათლება :  7.0%;

სასტუმრო,კაფე და რესტორანი: 3.7%;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: 9.7%.

შეგახსენებთ, ფასების “ჰარმონიზებული ინდექსით”  დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და იგი მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს.