თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ $4,9 მილიონის ხე ტყე შემოვიდა, რომლის მოცულობამ 5 996,32 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი $2,7 მლნ–ით, ანუ 123%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში სულ $2,2 მლნ–ის ხე-ტყის იმპორტი განხორციელდა (4 650,06 ტონა).
საქსტატის 2024 წელის მე-2 კვარტალის მონაცემებით, რუსეთი საქართველოსთვის ხე-ტყის თითქმის ერთადერთი იმპორტიორია და ამ ქვეყნიდან საანგარიშო პერიოდში $4 485 470–ის მასალა შემოვიდა.
ექსპორტს რაც შეეხება, 2024 წელს საქართველოდან სულ $297 ათასის ხე-ტყე გავიდა, 2023 წელს კი $99 380-ის ღირებულების. აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 199%–ით არის გაზრდილი.