თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი კვლავ პესიმისტურია.

გალტ & თაგარტის მიმოხილვის მიხედვით, უკრაინასა და რუსეთში შემცირებულ მოსავალს ელიან. დამატებით, წვიმების გამო ევროპის ორ მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში - საფრანგეთსა და ბრიტანეთშიც მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. ჩინეთში კი მარცვლეულს გვალვა უქმნის საფრთხეს. ბოლო თვეებში პეკინი გლობალურ ბირჟებზე მსხვილი შესყიდვებისგან თავს იკავებდა, ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი საკმარისად იყო გაჯერებული, თუმცა მოსავლის კლების ფონზე შეიძლება კვლავ მოუწიოს მსოფლიო ვაჭრობაში ჩაბმა.