თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $6.6 მლრდ შეადგინა, რაც 10.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა და $2.9 მლრდ-ს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
- რუსეთი ($629.3 მლნ)
- თურქეთი ($274.5 მლნ)
- ჩინეთი ($252.4 მლნ)
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $339.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $243.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $215.3 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2%).