თბილისი (GBC) –  საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 2022 წელს წლიურად 4.5%-ით გაიზარდა  და 802 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას Galt & Taggart აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, სექტორის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ომის გამო, უკრაინიდან საქართველოში გადმოსული ინდოელი სტუდენტები არიან.

ჩარიცხვის მაჩვენებელი საქართველოში 72.5%-ია. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩარიცხვის მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკაშია 86.8%, ხოლო ყველაზე დაბალი სუბსაჰარის აფრიკაში 9.8%. ევროპაში ჩარიცხვის მაჩვენებელი 75.1%-ია.

კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტთა წილი იზრდება. თუ 2011 წელს კერძო უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ 25,000  სტუდენტი სწავლობდა, 2022 წელს 64,300 სტუდენტია, რაც 157%-იანი ზრდაა.

გალთ & თაგართის პროგნოზით სტუდენტთა საერთო რაოდენობის ზრდა გაგრძელდება და 2027/2028 წელს  173,400 შეადგენს (დღევანდელი საერთო რაოდენობა 164,900).

კერძო უნივერსიტეტებიდან ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტს ჰყავდა. 2023/2023 წლების მდგომარეობით საქართველოს უნივერსიტეტში 7,791 სტუდენტი სწავლობს.

მეორე ადგილზეა  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) 7,498 სტუდენტით.

მესამეზე კი კავკასიის უნივერსიტეტი 6,249 სტუდენტით.

მეოთხეზეა კავკასიის უნივერსიტეტი 4,636 სტუდენტით.

მეხუთეზე კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 3,882 სტუდენტით.