თბილისი (GBC) - საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე მათი კუთვნილი ბარგისა და მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 600 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 132 404 ლარი შეადგინა.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.