თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ გადატანილმა ტვირთმა 111.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 36.2%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2022/Q1:  175 ათასი ტონა).

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, საანგარიშო პერიოდში 208.3 მლნ ტონა/კმ შეადგინა (-36.2% y.y).

რკინიგზით გადატანილ ტვირთის წონას რაც შეეხება, პირველ კვარტალში სულ 3.2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე (2022/Q1: 3 მლნ ტონა).