თბილისი (GBC) –  ევროპის ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, შაბათს გერმანიამ მზის პანელებით ელექტროენერგიის გამომუშავების რეკორდი მოხსნა.

ბირჟის ინფორმაციით გერმანიის მზის პანელების წარმოებამ 40,919 მეგავატი შეადგინა.

ბირჟა ასევე იტყობინება, რომ აღნიშნული  რეკორდი ქვეყანამ ნაშუადღევს დააფიქსირა.

გერმანია ევროპას ლიდერობს განახლებადი ენერგიის წარმოებით. ქვეყანამ ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ფაზაში დააანონსა გეგმა, რომელიც 2035 წლისათვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.

BloombergNEF-ის პროგნოზით, ქარის და მზის ენერგია 2030 წლისთვის მთლიანი გერმანიის გენერაციის 76%-ს მიაღწევს.