თბილისი (GBC) -  ოთხშაბათს, 22 მარტს ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) - პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა ინფლაციის შესახებ ისაუბრა.

”ინფლაციის 2%-მდე დაბრუნება საშუალოვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია,” - განაცხადა ლაგარდმა.

ლაგარდმა განაცხადა, ინფლაცია არ აჩვენებს კლების ტენდენციას. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ცენტრალური ბანკი იმოქმედებს საჭიროებისამებრ.