თბილისი (GBC) – OPEC+ ფორმატის წევრმა ქვეყნებმა ნავთობმოპოვების 1 მლნ ბარელზე მეტით შემცირების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სააგენტო REUTERS გაერთიანებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

OPEC+–ში განხილვების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში ბაზარზე ნავთობის მიწოდება დღე–ღამეში 2 მლნ ბარელამდე შემცირდება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის მიერ მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირების გადაწყვეტილების ვადა წლის ბოლოს იწურება. ასევე 31 დეკემბერს მთავრდება რუსეთის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყანა დღე–ღამეში 300 ათასი ბარელით ნაკლებ ნავთობს მოიპოვებდა.