თბილისი (GBC) – დასავლური სანქციების გამო რუსული ნავთობკომპანია ლუკოილი თავისი კასპიის საბადოებიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს დეკემბერში შეწყვეტს. კომპანია ნედლეულს კასპიის მილსადენების კონსორციუმში გადაამისამართებს. 

„რუსული ნავთობი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით აღარ გადაიტვირთება, მიზეზი სანქციებია“, – ამბობს ერთ–ერთი ინფორმირებული წყარო. სხვა წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება მილსადენის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს.

ანტირუსური სანქციების თანახმად, ევროპელ კლიენტებს რუსული ნავთობის შეძენა და ტრანსპორტირება 5 დეკემბრიდან ეკრძალებათ.