თბილისი (GBC) - ევროკავშირი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააადვილებს რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევას.
კანონპროექტის მთავარი მიზანია სანქციების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად აქციოს - წერს Bloomberg.
აღნიშნული ინიციატივის კიდევ ერთი მიზანია, გაკონტროლდეს რუსული ფულადი ნაკადები. ამჟამად ევროკავშირის მასშტაბით ანტირუსულ სანქციებზე სხვადასხვა წესებია, რაც ართულებს როგორც დასანქცირებას, ასევე სანქცირებული აქტივების მართვას.
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
         
        