თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ „თაღლითური ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, გარკვეულ ტელეარხებს „უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები".

„რატომ არ იხდიან ABC და NBC FAKE NEWS, მსოფლიოს ორი ყველაზე ცუდი და მიკერძოებული ტელეარხი წელიწადში მილიონობით დოლარს ლიცენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის, მაგრამ სულ მცირე, დიდი თანხა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ აქვთ ყველაზე ღირებული ეთერის გამოყენების პრივილეგია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი.