თბილისი (GBC) - სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას კენჭისყრით დაუჭირეს მხარი. პროცედურის თანახმად, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ამ ტერიტორიებთან ხელშეკრულებების რატიფიცირება უნდა მოახდინოს და ცვლილებები შეიტანოს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო კანონმდებლობაში.

ხელშეკრულებებს კრემლში 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

დუმის მიერ რატიფიკაციის შემდეგ, სამშაბათს, 4 ოქტომბერს, დოკუმენტები ფედერაციის საბჭომაც უნდა დაამტკიცოს.

უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიამ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას საგანგებო სხდომაზე დაუჭირა მხარი.