თბილისი (GBC) – სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა ავღანეთში კუნარის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამის შესახებ ტელეარხი RTA (ავღანეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია) ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური წყაროების ცნობით, ნანგრევებში უამრავი ადამიანი რჩება და სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
ქალაქ ჯალალაბადთან მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა წუხელ მოხდა.